21 მარტს ტყის დაცვის საერთაშორისო დღე, 22 მარტს კი, წყლის მსოფლიო დღე აღინიშნება

21 მარტს ტყის დაცვის საერთაშორისო დღე, 22 მარტს კი, წყლის მსოფლიო დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, სკოლის მოსწავლეებს ეკოსაგანმანათლებლო ლექცია-სემინარები ჩაუტარდათ.

მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნებზე, საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე, ასევე დაცულ ტერიტორიებზე ტყისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე.

დაცული ტერიტორიების ფართობის 42% ტყითაა დაფარული, რომელთა მოვლა-აღდგენა და ბიომრავალფეროვნების დაცვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს, რომელთა მიზანი გარემოსდაცვითი მიმართულებებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.