22 მარტი წყლის დაცვის საერთაშორისო დღეა


ამ დღის აღნიშვნის მიზანი უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედება აუცილებელია.

2022 წელს, წყლის დაცვის საერთაშორისო დღის თემა ყურადღებას ამახვილებს მიწისქვეშა წყლებზე და მის მნიშვნელობაზე. მიწისქვეშა წყლები ადამიანთა ცხოვრებაზე მრავალმხრივ ახდენს გავლენას, მათ შორის, გვამარაგებს სასმელი წყლით. მიწისქვეშა წყლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესშიც.

წყლის რაოდენობის მხრივ, საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, რომელიც ყველაზე საიმედოდ დაცული სასმელი წყლის წყაროა.

1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის საერთაშორისო დღე მსოფლიოში სხვადასხვა თემატიკით აღინიშნება.