ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს სახანძრო მანქანები გადაეცა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს სახანძრო მანქანები გადაეცა

კომპანია „ენერგოტრანსმა" ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციიისთვის 2 პიკაპის ტიპის ავტომანქანა და მაღალი გამავლობის მობილური სახანძრო მანქანა შეიძინა. აღნიშნული მანქანები ადმინისტრაციას „შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის" ფარგლებში, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე განხორციელებული 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო საქმიანობების და გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირების საკომპენსაციოდ გადაეცა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ის მონაკვეთი, სადაც სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა, ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის ზონას წარმოადგენს. ამიერიდან, პარკის ტერიტორიაზე ნებისმიერი ხანძარსაშიში, თუ სხვა გადაუდებელი სიტუაციის დროს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს სწრაფი და ეფექტური რეაგირების საშუალება ექნებათ. დღეს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს გასაღებები სიმბოლურად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გადასცა. ღონისძიებას დაცული ტერიტორიებიის სააგენტოს ხელმძღვანელი რატი ჯაფარიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე, ასევე კომპანია „ენერგოტრანსის" ხელმძღვანელობა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.