ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პროექტის „სათემო რეინჯერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პროექტის „სათემო რეინჯერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განვლილი ეტაპები და შედეგები შეაჯამეს და პრეზენტაციები წარადგინეს. „სათემო რეინჯერი“ დაცული ტერიტორიების მიმდებარე ახალგაზრდების ჩართულობით უკვე 10 წელია ხორციელდება.
პროექტის „სათემო რეინჯერი“ მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, თანამონაწილეობრივი მართვის პრინციპების დანერგვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
პროექტის მონაწილე ახალგაზრდები, თეორიულ ნაწილში, ტრენინგებს გადიოდნენ დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და მონიტორინგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემატიკით. პრაქტიკული ნაწილი კი, ეროვნული პარკის რეინჯერებთან აქტიური თანამშრომლობით, უშუალოდ მონიტორინგის ღონისძიებებში ჩართულობას მოიცავდა. სათემო რეინჯერები, პროექტის გუნდთან და ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, აქტიურად ერთვებოდნენ საველე ექსპედიციებში და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში.
პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქტიური ჩართულობით კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტს ახორციელებდა „სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ (NACRES) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com