ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფინანსური მხარდაჭერა კერძო სექტორის მიერ
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფინანსური მხარდაჭერა კერძო სექტორის მიერ
საქართველოს ბანკმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის 75,000 აშშ დოლარი გამოყო.
გარემოს დაცვის სამინისტროში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბატონმა გიორგი შონვაძემ , საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტომა ბატონმა ირაკლი გილაურმა და კავკასიის ბუნების ფონდის ხელმძღვანელმა ბატონმა დევიდ მორისონმა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
ხელშეკრულება მოიცავს საქართველოს ბანკისგან კავკასიის ბუნების ფონდისთვის 75,000 აშშ დოლარის გამოყოფას, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის. საქართველოს ბანკი უკვე ოთხი წელიწადია მხარდაჭერას უწევს ხსენებულ ეროვნულ პარკს.
“მინდა გამოვყო “საქართველოს ბანკი”, რომელმაც უკვე დიდი წვლილი შეიტანა და შეაქვს ბორჯომ-ხრაგაულის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის მოწყობასა და განვითარებაში, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ”- აღნიშნა გიორგი შონვაძემ.