ცოცხალი წიგნები

კოლხეთის ეროვნულ პარკში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მწერლები: ეთერ თათარაიძე; ამირან არაბული; მარსიანი -გია ბენიძე; მანანა დუმბაძე; ზაზა ბიბილაშვილი და რობერტ მესხი. 

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების, მათ შორის, საბავშვო ავტორების და ხელოვანების მობილურ ჯგუფებთან შეხვედრას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ შეხვედრებს სოფლების მოსახლეობასთან. პროექტი საზოგადოებას საშუალებას აძლევს თანამედროვე კულტურისა და ლიტერატურული პროცესის მონაწილედ იგრძნოს თავი, გაეცნოს ახალ გამოცემებს და ლიტერატურულ პერიოდიკას.