დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა. გამოფენის მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენცი-
ალის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაა. „ექსპო ჯორჯიაში" შეკრებილ აუდიტორიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინიტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ სიტყვით მიმართეს.

50-ზე მეტ საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია 100 ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები მრავალფეროვანი მომსახურებითა და დასასვენებელი კომპლექსებით, ტურ-ოპერატორები კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურებით, ასევე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამებით. გამოფენა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, კულტურის სამინისტროსა და მერიის მხარდაჭერით იმართება.

გამოფენა „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში 13 აპრილამდე გაგრძელდება