დაცული ტერიტორიების სააგენტო ყაზახეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა KITF -ში მონაწილეობს

ყაზახეთში, ქალაქ ალმაატაში 22-24 აპრილის ჩათვლით საერთაშორისო ტურისტული გამოფენა KITF იმართება, რომელშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, რასაც მოწმობს შესაბამისი სტატისტიკა, 2014 წლის მონაცემებით 143860 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა საქართველოს დაცულ ტერიტორიებს.  

სააგენტო მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას  საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით.