დაცული ტერიტორიების სააგენტომ 122-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკო-განათლების სპეციალისტმა მარიამ თათარაშვილმა 122-ე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაცია წარუდგინა დაცული ტერიტორიების შესახებ. ძირითადი საკითხები შეეხებოდა ტერიტორიულ ადმინისტრაციებს, სახელმწიფო ნაკრძალებს, ეროვნული პარკებს, ბუნების ძეგლებსა და დაცულ ლანდშაფტებს.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკო-განათლების სპეციალისტმა ამომწურავად უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ახორციელებს მოსწავლეებთან შეხვედრებს, ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით.
მსგავსი გაცნობითი შეხვედრების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.