დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ბათუმში, საერთაშორისო გამოფენაში EBIT 2023 მიიღო მონაწილეობა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ბათუმში, საერთაშორისო გამოფენაში EBIT 2023 მიიღო მონაწილეობა.
აჭარის რეგიონში მდებარე ეროვნულმა პარკებმა - მტირალას, მაჭახელას, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულმა ტერიტორიებმა გამოფენის სტუმრებს ტურისტული სერვისებისა და უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გამოფენის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური სათვალეების საშუალებით, საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ემოგზაურათ. გამოფენის სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს დაცული ტერიტორიების სალაშქრო მიმართულებებმა გამოიწვია.
გამოფენა საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი / Ajara Tourism Department -ს მხარდაჭერით გაიმართა. გამოფენაზე ტურისტული პროდუქტები, სერვისები და მიმართულებები 85-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ წარმოადგინა.