დაცული ტერიტორიების სააგენტომ საქართველოს ეროვნული პარკები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაზე „ATM Dubai 2023“ წარადგინა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ საქართველოს ეროვნული პარკები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაზე „ATM Dubai 2023“ წარადგინა.
„ATM Dubai 2023“-ის გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართელოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, განსაკუთრებული ინტერესი იმერეთის რეგიონში არსებულმა დაცულმა ტერიტორიებმა გამოიწვია. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.
საქართველოს დაცული ტერიტორიები ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტულ გამოფენის მონაწილე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით გახდა. საქართველოდან აღნიშნულ გამოფენაში 52-მა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენას 34 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.