დაცული ტერიტორიების სააგენტოს მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის (FMC) დანერგვის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის (FMC) დანერგვის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ.
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის რეფორმა საქართველოში ეტაპობრივად მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად და წარმოადგენს ქვეყნისთვის საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. საქართველოს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის სტრუქტურა სრულად შეესაბამება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებულ მოდელს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ერთ-ერთი პირველია საპილოტე სამინისტროებსა და სსიპებს შორის, რომლებმაც აღნიშნული პროგრამის დანერგვა უნდა მოახდინონ.
პროგრამის მიზანი საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა.
ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) წარმომადგენლებმა ჩაატარეს. ტრენინგი ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებას აღნიშნული მიმართულებით და FMC სისტემის ეფექტიან დანერგვას.