დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლებს უმასპინძლა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლებს, მათ შორის, საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერ ფრენკ მორშელს უმასპინძლა.

KfW-ის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და საკონსულტაციო კომპანიის „GOPA consulting” წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე, მხარეებმა ახალი დაცული ტერიტორიების განვითარების ერთობლივი გეგმა განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის 2022 წელს გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის ეროვნული პარკის ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას.
https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com