დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ ჩეხ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა

პროექტის ფარგლებში „ალვანი-ომალოსა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის შიდა გზების განვითარების კონცეფციის შემუშავება“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ ჩეხ ექსპერტებთან პეტრ ზედნიკთან და რადეკ მატულასთან შეხვედრა გამართა. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ განხორციელდება თუშეთის გზის სრული პერიმეტრის შესწავლა და საჭიროებების გამოვლენა, რის საფუძველზეც თუშეთის გზის განვითარების კონცეფცია შემუშავდება. ჩეხი ექსპერტების ვიზიტი 17 ივლისამდე გასტანს.