დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდიმ „დაცული ტერიტორიების ლიდერთა საერთაშორისო ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ფინეთში, ქალაქ თურქუში გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდიმ „დაცული ტერიტორიების ლიდერთა საერთაშორისო ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ფინეთში, ქალაქ თურქუში გაიმართა.
ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ჩატარდა ფართომასშტაბიანი დისკუსიები და ვორკშოპები დაცული ტერიტორიების მართვისა და მმართველობის თემებზე.
დაცული ტერიტორიების ლიდერთა საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას დაცული ტერიტორიების მართვაში ჩართული ლიდერებისა და ბუნების დამცველებისთვის, კლიმატის ცვლილების პირობებში საკვანძო საკითხებისა და გლობალური გამოწვევების განსახილველად, რათა ხელი შეუწყონ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას მსოფლიოს მასშტაბით.
დაცული ტერიტორიების ლიდერთა ფორუმი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დაცული ტერიტორიების მმართველი პირები, მათ შორის: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, შვეიცარიიდან, ჩეხეთიდან, კორეიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ აფრიკიდან. მიმდინარე წელს, ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ ევროპარკების ფედერაციის, Rainforest Trust-ის და სხვა საერთაშორისო კავშირებისა და ასოციაციების ხელმძღვანელი პირები.