დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების 70 თანამშრომელს ტყის რესურსების მდგრადი მართვის სფეროში ტრენინგები ჩაუტარდათ

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების 70 თანამშრომელს ტყის რესურსების მდგრადი მართვის სფეროში ტრენინგები ჩაუტარდათ.

სასწავლო კურსის მიზანია შესაძლებლობების გაძლიერება საშეშე მერქნის დამზადების მიმართულებით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ტყის ახალ კოდექსთან.

ტრენინგები, სამი დღის განმავლობაში, საგრანტო პროექტის „მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

პროექტს „მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაძლიერება“ მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთი, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ფარგლებში.

პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობის გაძლიერება და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გაუმჯობესება.

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com