დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმს ხელი მოეწერა
ამა წლის 20 აპრილს დაცული ტერიტორიებიის სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა ნუგზარ კევლიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას,რომელიც გულისხმობს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირებას და განათლების ხელშეწყობას საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, იძულებით გადაადგილებული პირების, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათი ჩართვით სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში და ასევე ბავშვებთან მომუშავე პირების პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ხელს უწყობს გარემოსდაცვით საკითხებზე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.