დაცული ტერიტორიების სააგენტოში ახალი თავმჯდომარე დაინიშნა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ახალი თავმჯდომარე დაინიშნა
2013 წლის 18 მაისიდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჰყავს ახალი თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე. რატი ჯაფარიძე დანიშვნამდე მუშაობდა მსოფლიო ბანკში და კოორდინირებას უწევდა სატყეო სექტორში კანონაღსრულებისა და მართვის გაუმჯობესების პროგრამა ENPI FLEG -ს. იგი, ასევე, ჩართული იყო გარემოს დაცვით საქმიანობაში და სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მდგრადი განვითარების პროექტების განმახორცილელებელ სააგენტოში დირექტორის (2006-07), ხოლო დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტში - ხელმძღვანელის (2005-06) პოზიციებზე. მის სამუშაო გამოცდილებაში შედის მუშაობა დელოიტ ტუშში (1994-95), აშშ-ს საელჩოში საქართველოში (1995-97), აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოში (2001-03) და საერთაშორისო საფინანსო კორპორციაში (2003-05).
რატი ჯაფარიძეს დამთავრებული აქვს ვილმის გარემოს დაცვის აკადემია (2012-13) კლაუს ტოპფერის სახელობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში, სადაც მან განათლება მიიღო დაცული ტერიტორიების მართვაში. მას, აგრეთვე, აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში კოლუმბიის უნივერსიტეტიდან (1997-99), სადაც სწავლობდა ედმუნდ მასკის სტიპენდიის ფარგლებში საერთაშორისო ფინანსების სპეციალობით.