დაცული ტერიტორიების სააგნეტო - საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
დაცული ტერიტორიების სააგნეტო - საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
2012 წლის 12 აპრილიდან 14 აპრილამდე დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოფენების ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
გამოფენა გახსნეს გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიაშვილმა, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტირის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა და მრჩეველმა გიორგი გეგეჭკორმა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს საგამოფენო სტენდზე ეროვნული პარკები და მღვიმეები ქონდა წარმოდგენილი, დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ 3 დღის განმავლობაში დაეთვალიერებინათ დაცული ტერიტორიების ორიგინალური ექსპოზიციები, უნიკალური ბუნების ძეგლები, ტურისტული პროდუქტები და სხვა ღირსშესანიშნავი ფოტო, ვიდეო და ბეჭდური მასალები.
გამოფენაში მონაწილეობა მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული პარკების და მასზე არსებული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას, უნიკალური ბიომრავალფეროვნების ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცნობას და ეკოტურიზმის განვითარებას ეროვნულ პარკებში.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 100 მდე ორგანიზაციამ ადგილობრივი კომპანიების გვერდით წარმოდგენილი იყო უცხოური კომპანიებიც: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან.
გამოფენა ჩატარდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს და USID – ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის მხარდაჭერით.