დაცული ტერიტორიების წარმომადგენელთა შეხვედრა ბორჯომში
დაცული ტერიტორიების წარმომადგენელთა შეხვედრა ბორჯომში
2013 წლის 9 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით ბორჯომში, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოსა და აზერბაიჯა-
ნის დაცული ტერიტორიების (კერძოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის, იალამას ეროვნული პარკისა და ზაქათალა-ბალაკენდის სახელმწიფო ნაკრძალის) წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ყველაზე პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელიც 2007 წლიდან პანპარკის (ევროპის ველური ბუნების დაცვის ორგანიზაცია - PAN-Parks) ქსელის წევრია, ხოლო მომდევნო წლებში კი, გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციები განხორ-ციელდა აღნიშნული პარკის სრულყოფილი ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. სწორედ ამ მიზეზების გამო ღონისძიების ჩატარების ადგილად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია იქნა შერჩეული.
შეხვედრის მსვლელობისას დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მათ მიერ დაცული ტერიტო-რიების განვითარების, მენეჯმენტისა და კონსერვაციის სფეროში დაგროვილი გამოცდილება, გაცნობოდნენ სექტორში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და მათი დანერგვის მეთოდებს ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რეალობის გათვალის-წინებით. ღონისძიების მონაწილეები ასევე შეხვდნენ ბუფერულ ზონებში მცხოვრებ ადგილობრივი თემების წარმო-მადგენლებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ეროვნული პარკების მენეჯმენტის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
მსგავსი სახის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის თვალსაზრისით და საფუძველს უყრის გაუმჯობესებულ პარტნი-ორულ ურთიერთობებს აღნიშნული ეროვნული პარკების განვითარების სფეროში.