დემარკაციის შედეგების განხილვა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დემარკაციის შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილებოდა დემარკაციის შედეგები შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე: კოლხეთის ეროვნული პარკი, კაცობურის აღკვთილი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები, თბილისის ეროვნული პარკი, გარდაბნის აღკვეთილი, ბაბანეურის ნაკრძალი, აჯამეთის აღკვეთილი და გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი.
შეხვედრაზე ასევე საზღვრების დაზუსტების საკითხები, შესრულებული სამუშაოს მოკლე მიმოხილვა,საზღვრების კორექტირების ძირითადი მიზეზები და დასაბუთებებიც განიხილებოდა.