დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა

სასტუმრო "ბილტმორში" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი დაესწრო. მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამინისტროს 2015-2016 წლების ანგარიში და სამომავლო გეგმები წარუდგინა. შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების გზებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. შეხვედრას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მაღალი რანგის პირებთან ერთად, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.