ეკო-საგანმანათლებლო ბილიკი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი თუშეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ეკო-საგანმანათლებლო ბილიკის დაგეგმვის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ბილიკის დაგეგმვის სამუშაოებს ორგანზაციის „განათლების გლობალური ქსელი ახალგაზრდა ევროპელებისთვის“ (GLEN) წევრებთან ერთად ახორციელებს. წელს ბილიკის დაგეგმვის სამუშაოები დამთავრდება, ინფრასტრუქტურა კი მომავლ სეზონზე მოეწყობა.
სამუშაო ჯგუფის წევრები გამოცდილების გაზიარების მიზნით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეც იმყოფებოდნენ.