ეკო-საგანმანათლებლო პროექტი რეგიონებში

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლები რეგიონში მდებარე სკოლების მოსწავლეებისთვის ეკო-საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებენ.



27-31 მარტის ჩათვლით, ეკო-გაკვეთილები ჩატარდა შემდეგ სკოლებში:

  • სოფელ გორისციხის საჯარო სკოლა
  • ქვემო ალვანის საჯარო სკოლა
  • სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა
  • ქობულეთის #6 საჯარო სკოლა
  • დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა
  • ქობულეთის აკაკი წერეთლის #1 სკოლა
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის #2 სკოლა
  • ფოთის #7 საჯარო სკოლა ეკო-გაკვეთილებზე ისაუბრეს შემდეგ თემებზე:
  • გლობალური დათბობა და მისი გამომწვევი მიზეზები
  • ნარჩენების მართვა და 5R ინიციატივა
  • მაღალი კონსერვაციული სტატუსის მქონე სახეობები ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე
  • კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორა და ფაუნა, ტურისტული ბილიკები და ღირსშესანიშნაობები
  • საქართველოს დაცული ტერიტორიები
  • კოლხეთში გავრცელებული ენდემური სახეობის მცენარეები

    ეკო-საგანმანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოსდაცვით თემებზე და დაცული ტერიტორიების საქმიანობის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლებას.