ეკოსაგანმანათლებლო ლექცია
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, სააგენტოში თბილისის 172-ე საჯარო სკოლის, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ეკოსაგანმანათლებლო ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელმა მარიამ თათარაშვილმა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებაზე, ეკოტურისტულ სერვისებზე, დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული და დაშვებული საქმიანობების შესახებ. მოსწავლეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ ისტორიებიც მოისმინეს.