ენერგოეფექტური ღუმელები თუშეთის დაცული ტერიტორიების მოსახლეობისათვის

ენერგოეფექტური ღუმელები თუშეთის დაცული ტერიტორიების მოსახლეობისათვის

2012 წლის 2 სექტემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ  თუშეთში ახლადდამონტაჟებული ენერგოეფექტური ღუმელები დაათვალიერა.

ივლისის თვეში თუშეთის  პირიქითა ხეობაში მცხოვრებ  18 მცირე ფერმერს,  გადაეცათ 10 000 ლარის ოდენობის ენერგოეფექტური ღუმელები.

ენერგოეფექტური ღუმელი დამზადდა „საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაუნა და ფლორა“ და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“.

პროექტის მიზანია  თუშეთში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც, თავის მხრივ, ისეთი ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს, რომელებიც შექმნიან ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების შესაძლებლობებს. ახალი თაობის ენერგოეფექტური ღუმელი სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.

აღნიშნული პროექტის შედეგად თუშეთში უფრო მეტი ტურისტი ჩავა და უფრო კომფორტულად შეძლებენ დასვენებას.

პროექტი 2009 წლიდან ხორციელდება აღმოსავლეთ საქართველოში, ვაშლოვანისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე და მისი ერთ-ერთი მიზნია უნიკალური და გლობალური მნიშვნელობის მქონე სემიარიდული ლანდშაფტის დაცვა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com