ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს.
12:00-დან 17:00-მდე გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან სივრცეებში სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, მათ შორის, იმერეთის რეგიონში მდებარე ყველასათვის საყვარელი პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, თეთრა მღვიმეს შესახებ.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალურად იმოგზაურონ.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.
საზეიმო ღონისძიებები თემურ თათარაშვილის, რუსა მორჩილაძის და ჯგუფის „ოჩოს ქოხი” კონცერტით დასრულდება.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
ეს დღე ჩვენია!