ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე პროექტი ხორციელდება
პროექტის ფარგლებში „ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელის მართვა და ბუნების პრაქტიკული კონსერვაცია“, ესტონეთის გარემოსდაცვითი საბჭოსა და ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციის „არწივის კლუბის“ წევრები საქართველოს ესტუმრნენ. პროექტი ფინანსდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი შეხვერდები ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე. პროექტის მიმიდინარეობისას დამონტაჟდება გადამცემები შავი ყარყატის მონიტორინგისთვის. ამასთანავე ,დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ფრინველის მონიტორინგსა და გადამცემების დამაგრებაში. ესტონელების ვიზიტი 8 ივლისამდე გასტანს.