გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა თვის თანამშრომელს სიგელი გადასცა.

აპრილის თვის თანამშრომელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს, დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი თომა დეკანოიძე გახდა.
თომა დეკანოიძემ აპრილის თვეში, 4 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულების საკითხში გადაამზადა. შეიმუშავა ახალი ტურისტული მომსახურებები. შეადგინა ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესი. ასევე მუშაობდა სხვადასხვა საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებზე.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ თვის თანამშრომელი უკვე მეორედ გამოავლინა.