გაზეთ "ობსერვერის" პრეზენტაცია

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ კვანტალიანი სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაზეთ „ობსერვერის“ პრეზენტაციას დაესწრო.

„ობსერვერი“ ყოველკვირეული ორენოვანი გაზეთია. 2017 წლის პირველი ნომერი საქართველოში ზამთრის ტურიზმის თემატიკას მიეძღვნა. თამარ კვანტალიანმა დამსწრეებს მიმართა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიღწევებზე ისაუბრა. მან ყურადღება ეკო-ტურიზმის განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით 2016 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 42%-ით გაზარდა.

ეკო ტურიზმით მიღებულმა შემოსავლებმა კი 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. პრეზენტაციას ევროინტეგრაციის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.