გერმანიის თანამშრომლობის წვლილი მწვანე ეკონომიკის განვითრებაში

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისთვის“ მინისტრთა მე-8 კონფერენციის ფარგლებში, სასტუმრო „რედისონში“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი „გერმანიის თანამშრომლობის წვლილი მწვანე ეკონომიკის განვითარებაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.

გარემოსდავითი პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას გერმანიისმთავრობა გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის მეშვეობით ახორციელებს. 1995 წლიდან დღემდე გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებისთვის 80 მილიონ ევრომდე გამოიყო.

გერმანიის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია დაცული ტერიტორიების შექმნა და გაძლიერებაა რეგიონში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) მთავარი პარტნიორია რეგიონში გარემოსდაცვითი პროგრამების განხორციელებისას, 2003 წელს საქართველოში დაარსდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ამჟამად WWF 2 რეგიონალურ პროგრამას ახორციელებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფინანსური მხარდამჭერია კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). CNF 9 ადმინისტრაციის ხარჯების თანადამფინანსებელია და უზრნველყოფს თანამშრომელთა დაზღვევასაც.

ღონისძიებაში მონაწილეობა გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW), BMUB, BMZ, WWW Caucasus -ის წარმომადგენლებმა მიიღეს.