ინფო ტური

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ინფო-ტური გაიმართა. ტუროპერატორები მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე და კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ, სადაც ტურისტულ პროდუქტებს ადგილზე გაეცნენ.
დაცული ტერიტორიებზე მათ სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა უმასპინძლა. მარტვილის კანიონზე ვიზიტორთა ცენტრის და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ 1 წელი გავიდა. ვიზიტორთა რაოდენობამ 1 წლის განმავლობაში, 120 604 ათასი შეადგინა.
ოკაცეს კანიონი პირველი კანიონია საქართველოში, სადაც კიდული ბილიკია მოწყობილი. კოლხეთის ეროვნულ პარკში კი, ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სანაოსნო ტურებია. ინფო-ტურის მიზანი დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ტუროპერატორებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
ტური ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს მხარდაჭერით ჩატარდა. მომავალ კვირას მსგავსი ტური ჯავახეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკებში გაიმართება.