ინფორმაცია კოლხეთის განვითარების ფონდის სამუშაოების შესახებ
ინფორმაცია კოლხეთის განვითარების ფონდის სამუშაოების შესახებ
2013 წლის 28 ნოემბერს, კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ, რომლის თანხები მიმართულია კოლხეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარების, სარეაბილიტა-ციო და კვლევითი სამუშაოების განხორციელებისაკენ, გამოცხადდა ტენდერი კოლხეთის პარკის ვიზიტორთა ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობაზე შემოვიდა 3 სატენდერო განაცხადი, ხოლო შეფასების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული - შპს „სითი გრუპ დეველოპმენტი“, რომელიც ვალდებულებას იღებს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში დაასრულოს ვიზიტორთა ცენტრის, მის მიერ 168 425 ლარად შეფასებული სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
ამასთანავე, 2013 წლის 1 ნოემბერს, ველზე მომუშავე მკვლევართა კავშირ Campester-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შედეგად აღნიშნულმა კავშირმა ყულევის სარკინიგზო მაგისტრა-ლის გასწვრივ ღამურების ახალი თავშესაფრის მოწყობა და დამონტაჟება განახორციელა.
კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფონდი, რომელიც რეალურად მხოლოდ ამ წელს ამოქმედდა, აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და კვლევითი სამუშაოების ჩატარების კუთხით. 2014 წელს დაგეგმილია რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქ. ქობულეთში ქობულეთ-კინტრიშის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაა.