IUCN მსოფლიო კონგრესი სამხრეთ კორეაში
IUCN მსოფლიო კონგრესი სამხრეთ კორეაში
2012 წლის 6 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით სამხრეთ კორეაში, კუნძულ ჯეჯუზე გაიმართა საერთაშორისო გაერთიანების IUCN კონსერვაციის მსოფლიო კონგრესი, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე კონგრესზე ქართულ დელეგაციის ხელმძღვანელობდა.სააგენტოს თავმჯდომარეს მინიჭებული ქონდა IUCN კონგრესის ფარგლებში გამრთულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ხოლო დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს თამარ პატარიძის კანდიდატურა წარდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ და ცენტრალური აზიის რეგიონის კონსულის პოსტზე.კონგრესის ფარგლებში ჩატარდა არჩევნები-პრეზიდენტის ,ხაზინის უფროსის, კომისიების თავმჯომარეების და რეგიონული კონსულების.
კონგრესის მთავარი მიზანია მსოფლიოში წამყვანი სამთავრობო და არასმთავრობო საკონსერვაციო ორგანიზაციების შეკრება და ბუნებრივი გარემოს ეფექტური მართვის ხელშემწყობი გზების ძიება და კონკრეტულ ქმედებებზე შეთანხმება.
კონგრესი გაგრძელდება 15 სექტემბრის ჩათვლით და ჩატარდება შეხვედრები და სემინარები გარემოსდაცვით თემატიკებზე.