კონკურსი მარტვილში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი მარტვილის მუნიციპალიტეტში „შემოსავლის მომტანი იდეების“ შესარჩევ კონკურსს დაესწრო. კონკურსში მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების მიმდებარე სოფლების - ინჩხურის, ბალდისა და გაჭედილის მოსახლეობა მონაწილეობდა. ექვსი საუკეთესო იდეის ავტორმა პროექტების განსახორციელებლად 2000 და 3000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.
პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახორციელებს ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო, მარტვილის რეგიონალურ სამუშაო ჯგუფთან ერთად. პროგრამა დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) საშუალებით. კონკურსის საერთო ბიუჯეტი 15 000 ლარს შეადგენს.