მდ. ჭურიაზე სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერაში ტურნირი ჩატარდა

კოლხეთის ეროვნული პარკის ინიციატივით, ზუგდიდის უბნის ტურისტული თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ჭურიაზე ჩატარდა ტურნირი სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერაში. ღონისძიებაში მონაწილეობა 58-მა პრეტენდენტმა მიიღო. ტურნირის გამარჯვებულმა, გიორგი თორდიამ შეჯიბრის განმავლობაში 9,5 კგ თევზი დაიჭირა. ასევე დაჯილდოვდნენ ყველაზე დიდი თევზის დამჭერი (900 გ) და ტურნირის ყველაზე მხცოვანი (67 წლის) და ყველაზე ახალგაზრდა (12 წლის) მონაწილეები. ტურნირის პირობების თანახმად, დაჭერილი თევზი აწონვის შემდეგ წყალსატევს დაუბრუნდა.