მე-9 საერთაშორისო გამოფენა "EXPO BATUMI 2016"

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გრიგალავა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-9 საერთაშორისო გამოფენა "EXPO BATUMI 2016"-ის გახსნას დაესწრნენ. 

გამოფენაში დაცული ტერიტორიების სააგენტო იღებს მონაწილეობას და დამთავლიერებლებს სერვისებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს. დაცული ტერიტორიების სააგენტო გამოფენაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ ფარგლებში მონაწილეობს.