მე ვეხმარები ბუნებას

მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში ღონისძიება „მე ვეხმარები ბუნებას“ ჩატარდა.

ღონისძიებაში სკოლის ნორჩი რეინჯერები მონაწილეობდნენ და მისი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვის წახალისება იყო, რაც სკოლის და სოფლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისა და გამწვანების აქციების მოწყობას ითვალისწინებს.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები სამომავლოდაც ჩატარდება და მასში მონაწილე სკოლების რაოდენობა გაზირდება. „მე ვეხმარები ბუნებას“ მტირალასა და მაჭახლის ეროვნული პარკების მეგობართა ასოციაციის დახმარებით გაიმართა.