მედია სემინარი

დაცული ტერიტორიების სააგნეტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში WWF-ის ეგიდით მიმდინარე "ტყის კვირეულის" ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს პრეზენტაცია ჩაუტარა. პრეზენტაციის მთავარი თემა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიღწევები და გამოწვევები იყო.
ჟურნალისტებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია WWF კავკასიის საქმიანობის შესახებ. ღონისძიების დროს ისაუბრეს ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობაზე და განიხილეს ორჰუსის კონვენცია -ადამიანის უფლებები გარემოს დაცვის სფეროში.
პროექტის ფარგლებში, ბორჯომის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორადი მოხმარების მასალებისგან ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს. უახლოეს დღეებში მოხდება ნამუშევრების ელექტრონულ მისალოც ბარათებად ადაპტირება და გადაეგზავნება გარემოსდამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებს, კერძო დონორებსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებს.