მღვიმეების მიკროკლიმატის საბოლოო კვლევა

იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე ჩეხეთის მღვიმეების სამსახურისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მღვიმეების მიკროკლიმატის საბოლოო კვლევა ჩატარდა. შეირჩა მღვიმე, რომელშიც სპელეო-თერაპიული ცენტრის მოწყობა გადაწყდა. სტუმრები დაცულ ტერიტორიებს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე ორმხრივი პროექტის, „იმერეთის რეგიონის განვითარება - იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესება II“ ფარგლებში ეწვივნენ.