მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 50 894 ჰექტარ ფართობზე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნება

დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას.

გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. 2021 წლის 21 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს KfW Bankengruppe შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის საფუძველზეც ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს. აღნიშნული გრანტიდან 16.25 მლნ ევრო მოხმარდება სწორედ დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას.

რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად:

  •  შეიქნება ადმინისტრაციული ცენტრი

  • უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტების და ეკოსისტემების დაცვა/შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა;

  • რეგიონი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს - ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ტურისტული სერვისები, როგორიცაა გიდი, გამყოლი, ტრანსპორტი, კვების ობიექტები, სასტუმრო, ღამის გასათევი და სხვა, რაც დამატებით შემოსავალის წყაროს გააჩენს;

  • ხელი შეეწყობა ტრადიციული საქმიანობის მხარდაჭერასა და განვითარებას;

  • განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები.