პეტრე ჭაბუკიანის 125 წლის იუბილე
პეტრე ჭაბუკიანის 125 წლის იუბილე
სათაფლიის ადმინისტრაციაში პეტრე ჭაბუკიანის 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოსურათებისა და ხელნაწერების გამოფენა მოეწყო, ღონისძიებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე.
პეტრე ჭაბუკიანი ქუთაისელი პედაგოგი, ადგილობრივი მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის თანამშრომელი და ნატურალისტი იყო, დამთავრებული ჰქონდა ტარტუს უნივერსიტეტი და იქიდან დაბრუნებისთანავე ქვეყნის კეთილდღეობისთვის ცოდნის გამოყენებას მიჰყო ხელი. მან 1925 წელს პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებლის ძიებისას, სათაფლიის ტერიტორიაზე კარსტული მღვიმე აღმოაჩინა. რვა წლის შემდეგ კი - უკვე სათაფლიაზე მისასვლელი გზის გაკეთებისას, დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს ჩაუტარა ლექცია დაცული ტერიტორიების შესახებ, რომლის დაცვასა და შენარჩუნებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.
10.08.2014