სააგენტოს ინიციატივით ტურ-ოპერატორები დაცულ ტერიტორიებს ესტუმრნენ

ოკაცეს კანიონზე, მტირალას ეროვნულ პარკსა და კოლხეთის ეროვნულ პარკში სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ინფო ტური მოეწყო ტურ-ოპერატორებისთვის. ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურას და სერვისებს. 
ტურ-ოპერატორებს სააგენტოს თანამშრომლებმა ვიზიტორთა ცენტრებში ჩაუტარეს პრეზენტაციები, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია არსებული ტურისტული სერვისების, ასევე სახლემწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლებისა და დაცული ლანდშაფტების შესახებ. ტურ-ოპერატორებმა მოინახულეს სხვადასახვა ტურისტული ბილიკები, წაბლნარის ჩანჩქერი და შესაძლებლობა მიეცათ ესარგებლათ ზიპ ლაინის, პანტომისა და კაიაკების სერვისებით. მსგავსი ტურების ორგანიზება მომავალშიც იგეგმება.