სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ეკოტურიზმის განვითარების, ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მიმდინარე წლის გამოწვევები განიხილეს.
აღინიშნა, რომ დაცულ ტერიტორიებზე აქტიური მზადებაა ტურისტული სეზონისთვის; უწყვეტად მიმდინარეობს სამუშაოები ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაციის მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორები წარუდგინეს: დემურ ლაცაბიძე ტანას აღკვეთილის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, გიორგი ბეთხოშვილი - რაჭის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას, ხოლო ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას -უშიშა წიკლაური.
აღსანიშნავია, რომ ახალ ხელმძღვანელებს დაცული ტერიტორიების სააგენტოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.