საძოვრების მართვა
საძოვრების მართვა
გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით, საძოვრების მართვასთან დაკავშირებით პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაინტერესებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დონორები და ექსპერტები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ თავმჯდომარის მოადგილეები ბაკურ კვარაცხელია და ლაშა მოისწრაფიშვილი. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები სადაც, განხილული იყო დაცულ ტერიტორიებზე საძოვრებთან მიმართებაში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და გადაჭრის გზები.
2013 წლის 1 აპრილიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი: „საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვა ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით.“ პროექტი ითვალისწინებს საძოვრების მდგრადი მართვის გამოცდილების დანერგვას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.
შეხვედრის მიზანს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენდა.