საძოვრების მართვის გეგმა შემუშავდა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, პროექტის „საძოვრების მდგრადი მართვა ადგილობრივი თემებისთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ პროექტის ორგანიზატორებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ადგილობრივი თემებისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდანხორციელდებოდა. მისი მიზანი თუში ფერმერების საარსებო გარემოს გაუმჯობესება და საძოვრების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა იყო. პროექტის ფარგლებში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე შემუშავდა საძოვრების მართვის გეგმა, ტერიტორიის მიმდებარედ მოეწყო ორი საპილოტე ფერმა და ცხვრის დასაწყურბლები, დამონტაჟდა 2 ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, თუში მეცხვარეებისთვის შეიქმნა ერთიანი ვეტერინარული სისტემა და გაიხსნა მომსახურების ცენტრი. შედეგად, გაუმჯობესდა არსებული ეკო-სისტემა და მეცხვარეთა საარსებო გარემო.
პროექტის საერთო ბიუჯეტმა 1,070,000 ევრო შეადგინა. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.