საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

დავით მარკოზაშვილი ბანაკის წევრებს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, გარემოს დაცვაზე და ამ საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

პროექტი, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა Erasmus-ის მიერაა დაფინანსებული და მას არასამთავრობო ორგანიზაცია „დრონი“ ახორციელებს. ბანაკში 6 ქვეყნის: ნორვეგიის, დანიის, იტალიის, ჩეხეთის, ესტონეთის და საქართველოს. 35 წარმომადგენელი მონაწილეობს. პროექტის მიზანი, ევროპელ ახალგაზრდებში. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების პოპულარიზაციაა.

პროექტის ფარგლებში, ბანაკის წევრები გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა,

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოებში არიან ჩართულნი, როგორიცაა ბილიკების რემარკირება, საცეცხლე ადგილის მოწყობა-მოპირკეთება, ტერიტორიის დასუფთავება, სასმელი წყლის ადგილის მოწყობა და ეკო-ტუალეტის აშენება.