საგრანტო ხელშეკრულება ეროვნული პარკებისთვის
საგრანტო ხელშეკრულება ეროვნული პარკებისთვის
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ “გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის”
(KfW ) მეშვეობით 18 000 000 ლარი გამოყო ყაზბეგის, კინტრიშის, ალგეთის ეროვნული პარკებისთვის განვითარებისა და ფშავ-ხევსურეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნა-განვითარების მიზნით
2013 წლის 24 აპრილს 12:00 საათზე გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, (KfW ) ავკასიის ოფისის დირექტორმა ლარს ოერმანმა, (KfW ) რეგიონალურმა მენეჯერმა დევიდ ბეტოლაზამ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
მომზადდა განსაკუთრებული შეთანხმების და ფინანსური ხელშეკრულების პროექტი “ეკორეგიონალური განვითარების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში “(18 000 000 ლარი BMZ/KfW )
პროექტის მიზანია, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკოტურიზმის განვითარება, ასევე, ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიების მართვა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
ხელშეკრულება გულისხმობს დაცული ტერიტორიებისთვის 18 000 000 ლარი გამოყოფას.
კერძოდ: მომდევნო 3 წლის განმავლობაში ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება, მოვლა-პატრონობა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის განსახორციელება, ადმინისტრაციის საოპერაციო ხარჯების დასაფინანსება და სხვა პრიორიტეტული ღონისძიების განხორციელება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა და“გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი” (KfW ) აქტიურად თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.