სამუშაო შეხვედრა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად წარსადგენი ტერიტორიების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი დაესწრო. შეხვედრაზე კოლხური ტყეებისა და ჭაობების ტეკნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები განიხილეს და შერჩეული ტერიტორიების სიის გაფართოებაზეც ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ რა სარგებელს მოუტანს ძეგლის სტატუსი დაცულ ტერიტორიებს. მხარეებმა პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს, გამოიკვეთა პრობლემები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზები. პროექტის ინიცირება 2011 წელს მოხდა, 2014 წელს დაიწყო მეორე ეტაპი, ხოლო ამჟამად დასკვნით ეტაპზე, სამუშაო ჯგუფებმა პროცესის დაჩქარების მიზნით, მონაცემების განახლება მოახდინეს. შეხვედრა WWF-ისა და მიხეილ ზუკოვის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა და მას დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.