საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერების პროექტი

2013 წლის მაისის თვეში ევროკავშირის მიერ დაფინანსდა "თვინინგის" (Twinning) „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერები“-ს პროექტი. პროექტის ფარგლებში ოთხი დაცული ტერიტორიისთვის შემუშავდა მენეჯმენტის გეგმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. შეგიძლიათ გაეცნოთ შემუშავებულ მართვის გეგმებს. დაინტერესებული პირები, პროექტის ვებგვერდზე განთავსებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში უფლებამოსილნი არიან მართვის შესაბამის ორგანოს წარუდგინონ მართვის გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენიშვნები და წინადადებები არ მიიღება. პროექტის სრული ვერსია იხილეთ ბმულ ფაილებში.